სოლომონ ფეიქრიშვილის ხსოვნის ტურნირი ძიუდოში დასრულდა

14 სექტემბერი 2024, 12:10 247 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, სოლომონ ფეიქრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში „შავი ზღვის თასი“ 2007-2008 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის. შეჯიბრებაში  საქართველოს გარდა ძიუდოისტები უკრაინიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და კვიპროსიდან მონაწილეობენ. „შავი ზღვის თასის“ გათამაშებაზე 200-მდე ჯუდოკამ იასპარეზა. აჭარის ნაკრებმა ტურნირზე სამივე სინჯის მედაილ მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში