ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ პირველი ვაქცინა დაამტკიცა

14 სექტემბერი 2024, 11:40 254 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ პირველი ვაქცინა დაამტკიცა. Bavarian Nordic-ის მიერ წარმოებული ვაქცინა, პირველი პრეპარატია იმ ვირუსის წინააღმდეგ, რომელსაც აფრიკაში მხოლოდ მიმდინარე წელს სულ მცირე 643 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანმოს მიერ დამტკიცებული ორდოზიანი ვაქცინა გათვლილია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, თუმცა ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ის შეიძლება დანიშნულებისამებრ გამოიყენონ ბავშვებსა და ორსულებში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში