ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არ დართავს ნებას უკრაინას, გერმანიის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს

15 სექტემბერი 2024, 11:28 286 ნახვა

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არ დართავს ნებას უკრაინას, გერმანიის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოიყენოს, იმ შემთხვევაშიც, თუ სხვა ქვეყნები ასეთ ნებართვას გასცემენ.

ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

„ეს დარჩება ამგვარად. სწორედ, ამიტომ, მე დავრჩები ჩემს პოზიციაზე, სხვა ქვეყნებმა სხვაგვარადაც რომ გადაწყვიტონ. მე ამას არ გავაკეთებ, რადგან ვფიქრობ, ეს არის პრობლემა“, – განაცხადა კანცლერმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში