უკრაინაში ომი სიძლიერით და სიბრძნით უნდა დასრულდეს - დონალდ ტრამპი

15 სექტემბერი 2024, 17:10 284 ნახვა

უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს სიძლიერით და სიბრძნით, - ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს.

როგორც უკრაინული მედია წერს, ტრამპმა, კიდევ ერთხელ, გაიმეორა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ ომს სწრაფად დაასრულებს.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, კვლავ აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ეს ომი არ დაიწყებოდა.

„53 დღეში ჩვენ არჩევნები გვაქვს. ეს არჩევნები ბევრ რამეს შეცვლის, მათ შორის, ამ ომთან მიმართებაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში