ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს

16 სექტემბერი 2024, 10:50 213 ნახვა
 

ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც „სიენენი“ წერს, ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ შეიარაღებული პირის სამიზნე ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო. 

რამდენიმე ანონიმური წყაროს ცნობით, საიდუმლო სამსახურმა ეჭვმიტანილს ცეცხლი გაუხსნა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ ინფორმირებულნი არიან და ისინი მოხარულნი არიან, რომ ტრამპი უსაფრთხოდაა. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს. საიდუმლო სამსახურის განცხადების თანახმად, გამოძიება პალმ ბიჩის ოლქის შერიფის ოფისთან ერთად მიმდინარეობს

დონალდ ტრამპმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურს მადლობა გადაუხადა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში