თაღლითობის საქმე - “ელთ ბილდინგის” წარმომადგენლების ბრიფინგი

16 სექტემბერი 2024, 10:01 566 ნახვა

თაღლითობაში ბრალდებულ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს და მის პარტნიორს ირაკლი პაპიაშვილს “ელთ ბილდინგის” წარმომადგენლები სიცრუესა და თაღლითობაში ადანაშაულებენ.

სამშენებლო დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლების თქმით, 2022 წლის გაზაფხულზე, გიორგი ჩიკვაიძე და მისი ბიზნეს პარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი ბათუმში "ელთ ბილდინგის" დამფუძნებელს შეხვდნენ და იახტ კლუბის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, უფრო კონკრეტულად კი, მათ იახტის ჩამოყვანას შეჰპირდნენ. მეტი სანდოობისთვის, მათ კომპანიასთან აპარტამენტების შესაძენად ხელშეკრულება გააფორმეს. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ იახტა ჩიკვაიძეს და პაპიაშვილს არ უყიდიათ, შპს "ელთ ბილდინგმა" გადახდილი თანხის დაბრუნება მოითხოვა და მათზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა დაიწყო.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ყველა მტკიცებულება აქვთ ხელთ და ჩიკვაიძისა და პაპიაშვილის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის დისკრედიტაციას ემსახურება.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში