ბათუმის ღია ფესტივალი ქვიშის ჭიდაობაში

16 სექტემბერი 2024, 10:01 212 ნახვა

ბათუმმა ქვიშის ჭიდაობაში ღია ფესტივალს უმასპინძლა.  შეჯიბრება ჭაბუკთა შორის ჩატარდა და მასში საქართველოს ყველა რეგიონიდან 70 ფალავანი მონაწილეობდა.

ტურნირი ტრადიციული გახდა და უკვე მეორედ ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ბავშვთა ოლიმპიადაზე, რომელიც სენეგალში გაიმართება, ქვიშის ჭიდაობა უკვე შეტანილია ოლიმპიური თამაშების პროგრამაში და აღნიშნული ტურნირიც სწორედ წინასაოლიმპიადო მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში