უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 157 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

17 სექტემბერი 2024, 10:13 242 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 157 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგემ  ყველაზე მეტი თავდასხმა პოკროვსკოეს და კურახოვსკოეს მიმართულებით განახორციელა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით,17 სექტემბრის ღამეს, რუსების მიერ გაშვებული 51 ე.წ. „კამიკაძე-დრონიდან“ 34 განადგურდა, 12 უპილოტო საფრენი აპარატი ლოკალურად დაიკარგა, 2 კი - რუსეთის ტერიტორიისკენ გაბრუნდა.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა დრონები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში