იემენელმა ჰუსიტებმა ამერიკული დრონი ჩამოაგდეს

17 სექტემბერი 2024, 09:08 232 ნახვა

იემენელმა ჰუსიტებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც  მათი მტკიცებით, დამარის პროვინციის საჰაერო სივრცეში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების ადგილია ასახული.  ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ გაავრცელა დამატებითი კადრები  იმ ადგილის, სადაც განეიტრალებული დრონი ჩამოვარდა.   

ჰუსიტებმა ორწუთიანი ვიდეოც გამოაქვეყნეს, რომელზეც ისრაელის მიმართულებით „ჰიპერბგერითი“ რაკეტის სახელწოდებით „პალესტინა 2“ გაშვების მომენტია ასახული.   სამხედრო სპიკერმა იაჰია სარეამ განაცხადა, რომ ახალმა ჰიპერბგერითმა ბალისტიკურმა რაკეტამ 2 ათას 40 კმ მხოლოდ 11 ნახევარ წუთში დაფარა.

ისრაელის განცხადებით, რაკეტა ჰაერშივე გაანეიტრალეს. პრემიერი ნეთანიაჰუ  იემენელ ჰუსიტებს მძიმე შედეგით დაემუქრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში