სარფის ცენტრალურ გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა

17 სექტემბერი 2024, 16:06 547 ნახვა

სოფელ სარფის ცენტრალურ გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა სატვირთო ავტომობილი.

მომხდარის გამო ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო, ამ დროისთვის, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, მცირე მეწყერული პროცესები განვითარდა ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე. მათივე განმარტებით, გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია, როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ასევე მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტექნიკა, ყველა შემოსულ შეტყობინებაზე ხდება შესაბამისი რეაგირება.

უწყების ცნობით, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თამჯდომარე, უწყების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში