ბათუმში, მრავალსართულიანი კორპუსის ლიფტის შახტაში კაცი ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა

18 სექტემბერი 2024, 09:32 1853 ნახვა

რა მოხდა ანგისის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსში, სადაც  ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად 55 წლის თენგო ზენაიშვილი დაიღუპა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით დაიწყო. ადგილზე უკვე დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებები, სატვირთო-სამშენებლო ლიფტის ტერიტორია ახლა ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

კორპუსის მცხოვრებლების ნაწილმა არა იცის კონკრეტულად რა მოხდა, ნაწილი კი პირად საუბარში ამბობს, რომ  შახტების ნაწილი სხვადასხვა სართულზე ღია იყო. სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ და  დანარჩენს გამოძიება დაადგენს. მათი მტკიცებით,  უსაფრთხოების ნორმები დაცული ჰქონდათ.

დაღუპული  თენგო ზენაიშვილი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი იყო და აღნიშნულ კორპუსში ერთ-ერთ ბინაში ელექტროგაყვანილობაზე მუშაობდა. მაუწყებელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თანამშრომლის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში