ადვოკატების სოლიდარობის აქცია

18 სექტემბერი 2024, 14:01 267 ნახვა

სამი წლის წინ თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში  კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახს  ბათუმელი ადვოკატები სოლიდარობას უცხადებენ და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

უფლებადამცველების განცხადებით, სამედიცინო დაწესებულების არაერთი თანამშრომლის მხრიდან არასწორი მკურნალობა და დოკუმენტების გაყალბება, ასევე ხელმძღვანელობის ბრალეულობა იკვეთება,   თუმცა  პასუხისგებაში მხოლოდ კლინიკის ორი  თანამშრომელია მიცემული.

ადვოკატები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბიჭის სხეულში მკურნალობის შემდეგ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება არის აღმოჩენილი, რაც დამატებით კითხვებს აჩენს.

გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის  მხარდამჭერი აქცია გაიმართა თბილისშიც.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში