ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პროკურატურამ 5 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო საქმის წარმოება

18 სექტემბერი 2024, 19:57 239 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე , პროკურორმა ბექა კვიციანმა განაცხადა.

პროკურატურის ინფორმაციით, „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში ერთ მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში