„გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის დაკვეთით მუშაობდა, ახლა კი ვაშაძე მას არ ეხმარება

18 სექტემბერი 2024, 19:58 235 ნახვა

"გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა.

"ეს ყველაფერი გავაკეთე გიორგი ვაშაძის დაკვეთით. მან მითხრა, ისროლე და თუ რამეა, მე აქ ვარ და გაგიყვანო - განაცხადა ბუბუტეიშვილმა სხდომის მიმდინარეობისას. ბუბუტეიშვილმა, რომელსაც ბრალი ედება სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავებასა და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებაში, უკმაყოფილება ადვოკატის მიმართაც გამოთქვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში