28 წელი  9 აპრილის ტრაგედიიდან

09 აპრილი 2017, 00:00 2524 ნახვა

„უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ არასდროს დავივიწყოთ ის ტრაგედია და ის ადამიანები, ვინც დამოუკიდებლობის აღდგენის გარიჟრაჟზე ასე თავდადებით იცავდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზას“, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალთან გააკეთა, სადაც 28 წლის წინ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრემიერის თქმით, კი  1989 წლის 9 აპრილი უკავშირდება ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველო იყოს ერთიანი, მთლიანი და დამოუკიდებელი, ახდეს ის ოცნება, რომელიც 28 წლის წინ გულანთებულ ადამიანებს ჰქონდათ”. 

ამავე კატეგორიაში