კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

19 სექტემბერი 2024, 14:19 240 ნახვა

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ ქუთაისში, კოპიტნარის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცი ქვეყნის დატოვებას აპირებდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს და თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაწყო,  რაც გულისხმობს სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.  

 ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

კესარია აბრამიძის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სარიტუალო დარბაზში გადაასვენეს, ადგილზე გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეგობრები არიან შეკრებილები.  

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში