უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 130-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

20 სექტემბერი 2024, 09:52 226 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 130-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, რუსეთის ჯარებმა აქტიურად შეუტიეს პოკროვსკოეს და კურახოვსკოეს მიმართულებებს, სადაც დამცველებმა აგრესორის 63 შეტევა მოიგერიეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა სუმის ოლქზე. ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა მოხუცებულთა პანსიონატს მიაყენეს.

თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში