ძმების ფინალი მსოფლიო ჩემპიონატზე ქვიშის ჭიდაობაში 

20 სექტემბერი 2024, 11:08 267 ნახვა

ბერძნულ კატერინი-პიერიაში მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე ქვიშის ჭიდაობაში პირველ დღეს 17-წლამდელებმა იასპარეზეს, სადაც საქართველოს ნაკრები ორ წონაში სამი მონაწილით გამოდიოდა.

70 კილოგრამ წონით კატეგორიაში არა მხოლოდ ქართული, არამედ ძმების ფინალი გაიმართა. ჩემპიონატი წრიული სისტემით ჩატარდა.

ფინალამდე კობამ ორ უკრაინელს, ბერძენ და ფრანგ მეტოქეებს აჯობა, ანრიმ კი ორი ბერძენი, მოლდოველი და უკრაინელი მოჭიდავეები დაამარცხა.

ფინალში ანრი გოგუაძემ 4:1 გაიმარჯვა, მისი ძმა კობა კი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში