ისრაელის არმიის თავდასხმის შედეგად ბეირუთში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

21 სექტემბერი 2024, 11:50 228 ნახვა

ისრაელის მიერ ბეირუთის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა 66-ს აღწევს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთაგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან მკურნალობას. ავიაიერიშის შედეგად ჩამოინგრა სახლები, ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ისრაელმა ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს „ჰეზბოლას“ სამხედრო ხელმძღვანელი იბრაჰიმ აკილი მოკლა, უწყების ცნობით, ასევე ლიკვიდირებულია მებრძოლთა ჯგუფი, რომლებიც „ჰეზბოლას“ შტაბის თათბირში მონაწილეობდნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში