ნოემბრის დასაწყისში მთელი გეგმა მზად იქნება, რაც რუსეთთან ნებისმიერი ფორმატით საუბრის დასაწყისი და საფუძველი გახდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

21 სექტემბერი 2024, 16:05 232 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,.ნოემბრის დასაწყისში უკრაინას მთელი გეგმა მზად ექნება, რაც რუსეთთან ნებისმიერი ფორმატით საუბრის დასაწყისი და საფუძველი გახდება.

„ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ იმისთვის, რათა მეორე სამიტზე რუსეთი ვიხილოთ, რადგან ყველა ჩვენმა მოკავშირემ, მათ შორის, უახლოესმა მოკავშირემ, რომლებიც ჩვენს მხარეს არიან და რუსეთს ყოველთვის ეწინააღმდეგებიან, ყველამ განაცხადა, რომ რუსეთი მეორე სამიტზე უნდა იყოს. მაგრამ, რადგან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის, ომის რომელიმე მხარის გარეშე დასრულება არ შეიძლება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გეგმის სამი პუნქტი უკვე მომზადებულია და პირველი სამიტის მონაწილეებთან შეხვედრები ონლაინ ფორმატში გაიმართა.

„როგორც უკვე ვთქვით, ნოემბრის დასაწყისში მთელი გეგმა მზად იქნება. ეს რუსეთთან ნებისმიერი ფორმატით საუბრის დასაწყისი და საფუძველი იქნება. ნებისმიერ ფორმატში, მის ნებისმიერ წარმომადგენელთან, რადგან გეგმა იქნება და რაღაც საჩვენებელია. თუ მათ ეს არ მოეწონებათ, მათი რეაქცია კონკრეტულ საკითხებზე გასაგები იქნება და არა მხოლოდ ზოგადად - ჩვენ არაფერი გვსურს და ომს გავაგრძელებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, დღეს, რუსეთს მხოლოდ ომის გაგრძელება სურს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში