საფრანგეთში ახალი მთავრობა წარადგინეს

22 სექტემბერი 2024, 11:45 231 ნახვა

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნებიდან 2 თვეზე მეტი ხნის შემდეგ ახალი მთავრობა შეიქმნა. კაბინეტში კონსერვატიული პარტია „რესპუბლიკელების“, პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული ბლოკისა და მათი მოკავშირეების წარმომადგენლები შედიან. თავდაცვის მინისტრის პოზიცია უცვლელი დარჩა, საგარეო საქმეთა სამინისტროს კი სათავეში ცენტრისტი ჟან-ნოელ ბარო ჩაუდგა. შინაგან საქმეთა მინისტრად კონსერვატორი ბრუნო რეტაიო დაინიშნა, სწორედ მისი უწყება იქნება პასუხისმგებელი მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკაზე. ცნობისთვის, ახალ მთავრობას პარლამენტში უმრავლესობა არ აქვს, რის გამოც საკანონმდებლო ინიციატივების დასამტკიცებლად რეგულარულად ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერის მოპოვება დასჭირდებათ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში