ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლეს

22 სექტემბერი 2024, 11:46 275 ნახვა

ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. ქვეყნის თავდაცვის ძალების განცხადებით, უმეტესი ნაწილი მოიგერიეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი საცხოვრებელ სახლებს მოხვდა. მთელი ღამის განმავლობაში გააქტიურებული იყო საჰაერო განგაში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ და განაცხადეს, რომ  ეს იყო ისრაელის მხრიდან პეიჯერებისა და რაციების აფეთქებების განხორციელებული თავდასხმის პასუხი. გარდა ამისა, კონფლიქტის გაზრდის მაღალი რისკის გამო აშშ-ის საელჩომ თავის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში