ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამა -  ბათუმში სერჟანტთა კონფერენცია გაიმართა

22 სექტემბერი 2024, 11:54 244 ნახვა

ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში სერჟანტთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ გახსნა. მან შეხვედრის მონაწილე - ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაზე ახალი თაობის სამხედრო მოსამსახურეების სწავლებისა და წვრთნის მნიშვნელობაზე, ასევე, ქართველი სამხედრო ტექნიკოს-სპეციალისტთა იერარქიული სისტემების განვითარებაზე იმსჯელეს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში