ისრაელს ლიბანთან ომი არ სურს - ისააკ ჰერცოგი

22 სექტემბერი 2024, 15:54 258 ნახვა

ისრაელს არ სურს ომი ლიბანთან, - ამის შესახებ, ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა.

ჰერცოგი ამბობს, რომ კონფლიქტი პროვოცირებულია ირანის მოკავშირეების მიერ რეგიონში, მათ შორის, „ჰეზბოლას“ და იემენელი ჰუსიტების, ასევე, ღაზაში მოქმედი „ჰამასის“ მიერ.

„ისრაელი იბრძვის საკუთარი კეთილდღეობისთვის, არსებობისთვის, თავისი მოქალაქეებისთვის. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც სწორია“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა

მისი თქმით, ლიბანი ამჟამად ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ ჰყავს მძევლად აყვანილი.

„ჰეზბოლას“ შეიარაღება მიაწოდა ირანის ბოროტების იმპერიამ, ისრაელს სურს მძევლების დაბრუნება ღაზიდან და ისრაელის მოქალაქეების დაბრუნება “თავიანთ სახლებში ლიბანის საზღვართან“, - “, – აღნიშნა ჰერცოგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში