ვერცერთი ქვეყანა ვერ მოითმენს სარაკეტო ცეცხლს მისი მოსახლეობისა და ქალაქების წინააღმდეგ - ბენიამინ ნეთანიაჰუ

22 სექტემბერი 2024, 18:57 211 ნახვა

„ჰეზბოლა“ ისრაელისგან შეტყობინებას მიიღებს, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ „ჰეზბოლას“ ისეთი დარტყმები მივაყენეთ, რასაც ვერ წარმოიდგენდა“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიუაჰუს განცხადებით, ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დევნილი მოსახლეობა უსაფრთხოდ დააბრუნოს საკუთარ სახლებში.

„თუ „ჰეზბოლას“ ჯერ არ გაუგია შეტყობინება, გპირდებით, ის გაიგებს შეტყობინებას. მოწოდებული ვართ, რომ ჩვენი მაცხოვრებლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საკუთარ სახლებში. ვერცერთი ქვეყანა ვერ მოითმენს სარაკეტო ცეცხლს მისი მოსახლეობის წინააღმდეგ, სარაკეტო ცეცხლს მისი ქალაქების წინააღმდეგ. ამას ვერც ისრაელის სახელმწიფო მოითმენს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს უსაფრთხოების აღსადგენად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში