მამუკა კორძაია ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიის მეოთხე ეტაპის გამარჯვებულია

23 სექტემბერი 2024, 10:18 562 ნახვა
 

მამუკა კორძაია ქვიშის ჭიდაობაში საბერძნეთის ქალაქ კატერინში გამართული მსოფლიო სერიების მეოთხე ეტაპის გამარჯვებული გახდა. კორძაიამ 90+კგ წონით კატეგორიაში 5 შეხვედრა მოიგო და ოქროს მედლის გარდა მსოფლიო რეიტინგში ლიდერობაც განიმტკიცა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საბერძნეთმა ქვიშის ჭიდაობაში ასევე 17 და 20 წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატსაც უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე 17 წლამდელთა შორის 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრებმა ძმებმა, ანრი და კობა გოგუაძეებმა ოქროს და ვერცხლის მედლები გაინაწილეს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში