ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო და ქალთა ოთახი ,,ახალგაზრდა გოგონათა საერთაშორისო დღესთან“ (11 ოქტომბერი) დაკავშირებით, წარმოგიდგენთ ესეების კონკურსს თემაზე ,,გოგონები გუშინ, დღეს და ხვალ“ - ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კონკურსის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნის ხელშეწყობა, ადრეული ქორწინების, ოჯახში ძალადობისა და სხვა გენდერული დისკრიმინაციის რისკების პრევენცია და განათლების აუცილებლობის ხაზგასმა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს იქნება ერთგვარი უკუკავშირი იმ ღონისძიებებისა, რომელსაც ქალთა ოთახი და გენდერულ თანასწორობის საბჭო პროგრამის ფარგლებში ამ კუთხით წლებია ახორციელებს.
"კონკურსის პირობები:
ესეს ავტორი უნდა იყოს ქედის მუნიციპალიტეტის VIII-XII კლასის მოსწავლე.
ასევე, კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს თემასთან შესაბამისობაში ნახატი, ან ფოტომასალა.
ესე არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას ბეჭდური სახით. პლაგიატის შემთხვევაში (მაგალითად, ინტერნეტ სივრცეში არსებული ან აქამდე შექმნილი ესე, ნახატი ან ფოტომასალა) ნაშრომი არ განიხილება.
საკონკურსო მასალის გაგზავნის წესები:
კონკურსანტმა ნამუშევარი უნდა გადმოგზავნოს ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის ფეისბუქ გვერდის ჩატში ან ელექტრონულ ფოსტაზე - kedawomensroom@gmail.com
ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, კლასი, სკოლის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია.
გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება:
ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭო წარმოდგენილი ნამუშევრებიდან შეარჩევს 3 საუკეთესო ნაშრომს, ეს შესაძლებელია იყოს ესე, ნახატი ან ფოტომასალა, რომელთაგან გამოვლინდებიან თითო-თითო I,II და III ადგილებზე გასული კონკურსის მონაწილეები.
I, II და III, ადგილებზე გასული ავტორები დაჯილდოვდებიან ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახის მიერ დაწესებული პრიზებით:
წიგნების/საკანცელარიო მაღაზიის ვაუჩერით; (I, II და III, ადგილებზე გასული ავტორები), ხოლო ტრენინგის მონაწილეებს, ასევე საჩუქრად გადაეცემათ თემასათან დაკავშირებული სახელმძღვანელოები.
შეფასების კრიტერიუმები:
ესეს/ნახატის/ფოტომასალის შინაარსის თემასთან შესაბამისობა;
იდეის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარები;
დამოუკიდებელი აზროვნება და ზოგადი განათლება.
ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო დღეა 2024 წლის 9 ოქტობერი.
დაჯილდეობა გაიმართება 11 ოქტომბერს, ტრენინგის პარალელურად, რომლის შესახებ წინასწარ ეცნობებათ მონაწილეებს.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ: 599326400 - თეა შარაშიძე; 595010569 - მირანდა ფარტენაძე", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.