ქალთა გაძლიერების პროგრამა შუახევში

03 აპრილი 2025, 19:52 341 ნახვა
00:00
00:00

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია უკვე მეექვსედ აცხადებს კონკურსს - ,,მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება". მერიის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი წელს 55 ათას ლარამდე გაიზარდა და სხვადასხვა ინოვაციურ და განვითარებაზე ორიენტირებულ ბენეფიციარებს დააფინანსებს.
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, რომელთა მიმდინარე სამომავლო საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი წარმოების ზრდის, ტურისტული პოტენციალის განვითარების, საოჯახო მეურნეობის გაფართოებისა და პოპულარიზაციისკენ. განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 29 აპრილს დასრულდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი