პალესტინის პრემიერ-მინისტრმა დაგმო ისრაელის პოლიტიკა პალესტინასთან მიმართებით და ღაზაში ებრაული სახელმწიფოს სამხედრო ოპერაციას "გენოციდური ომი" უწოდა.
ეს განცხადება მან ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. პალესტინის პრემიერ-მინისტრმა ღაზაში შექმნილ ჰუმანიტარულ მდგომარეობას "კატასტროფა" უწოდა.