დღეს „მაჭახლობა“ გაიმართება 

24 სექტემბერი 2024, 11:01 241 ნახვა

ხელვაჩაურში დღეს ''მაჭახლობას'' ზეიმობენ. სახალხო დღესასწაული ისტორიულ ხეობას უკავშირდება და 2007 წლიდან აღინიშნება.

სამ საათზე სოფელ სინდიეთში, ადგილობრივი, ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა მოეწყობა. სტუმრებს საშუალება ექნებათ ასევე გაეცნონ მაჭახლის ხეობის სამზარეულოს.

სახალხო დღესასწაულზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტს ბაიარ შაჰინი დაასრულებს.

''მაჭახლობის'' ზეიმის კულმინაცია კი საპატიო მაჭახლელის დაჯილდოების ცერემონია იქნება.

ხალხის რჩეულის ვინაობას ღონისძიების ორგანიზატორები სიურპრიზად ტოვებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში