საცურაო აუზის და ყინულის არენის მშენებლობა 

24 სექტემბერი 2024, 11:15 201 ნახვა

ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა და საცურაო აუზი შენდება. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  კომპლექსში ოლიმპიური სტანდარტების 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის მოედანი და 800 მაყურებელზე გათვლილი 10 ზოლიანი, 2,1 მეტრი სიმაღლის საცურაო აუზი განთავსდება. 

სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და  ეკონომიკის მინისტრმა დაათვალიერეს. ამ ეტაპზე საცურაო აუზის საძირკვლის მოწყობა მიმდინარეობს.

პარალელურად დასრულდა ყინულის მოედნის ტრიბუნები, მიმდინარეობს ყინულის მოედნის შენობაზე ფლიგელების მიშენება და უშუალოდ, ყინულის მოედნის მოწყობის სამუშაოები. მშენებლობის მეორე ეტაპი 2026 წელს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ  2025 წელს ყინულის მოედანი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს. საქართველოში ოლიმპიადის მასპინძელია თბილისი, ბაკურიანი და ბათუმი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში