იტალიაში წყალდიდობის შედეგად დაკარგულ ბებიასა და შვილიშვილს ეძებენ

24 სექტემბერი 2024, 13:20 142 ნახვა

ორი ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა იტალიის ტოსკანის რეგიონში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად.  იტალიის სახანძრო ბრიგადის პრესსამსახურის განცხადებით, წუხელ  მონტეკატინი ვალ დი ჩეჩინაში  გაუჩინარებული 5 თვის ბავშვისა და მისი ბებიის ძებნა გრძელდება.

ოჯახის კიდევ სამი წევრი გადაარჩინეს, რომლებიც სახლის დატბორვის შემდეგ  სახურავს შეაფარეს თავი.

სამძებრო ოპერაციებში მყვინთავებთან ერთად ჩართულები არიან მეძებარი  ძაღლები, ვერტმფრენები და მაშველები. წყალდიდობაა საფრანგეთშიც.  სტიქიამ მოიცვა ქალაქი კანი.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში