კრაზანების პრობლემის მოგვარება ქობულეთში

24 სექტემბერი 2024, 20:21 307 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ოჩხამურში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ კრაზანების რაოდენობამ შესამჩნევად მოიმატა.

სოფელ ოჩხამურის გარდა, მავნებელი მწერი სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასაც აწუხებს, რაც საფრთხის შემცველია მათთვის.

როგორც ეკოლოგები ამბობენ, კრაზანების მომრავლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სწორედ ეკოსიტემური წონასწორობის დარღვევაა.

გლობალური კლიმატური დათბობის ფონზე მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებებში აცხადებენ, კრაზანების დაკბენის არა ერთი შემთხვევა ჰქონით წელს.

როგორც ექიმი ამბობს, წელს კლინიკაში ჯამში 12-პაციენტი ჰყავდათ, რომელმაც მიმართა კრაზანების დაკბენით, თუმცა მათგან მძიმე შემთხვევები არცერთი არ ყოფილა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში