გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

24 სექტემბერი 2024, 20:39 373 ნახვა

სარდაფული ზმანებები“ - ამ სახელწოდების გამოფენა გაიმართა აჭარის მუზეუმში.

მოქანდაკისა და დიზაინერის კახი ერაძის გამოფენაზე -„რომელიც 30 სექტემბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია მეტალის მავთულისაგან შექმნილი ნამუშევრები.

მოქანდაკე ძირითადად სარდაფში ქმნის თავის ნამუშევრებს, რამაც განაპირობა ამ გამოფენის სახელწოდება.

მოქანდაკე პროფესიით გეოლოგია. თუმცა წლებია ამ ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. მისი  პირველი გამოფენა, როგორც მოქანდაკის, 2020 წლის 21 ოქტომბერს  ქალაქ თბილისში, გალერეა „ვანდაში „ გაიმართა.

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა რეგიონალურ და საერთაშორისო, როგორც ჯგუფურ, ისე  პერსონალურ გამოფენებში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში