საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის ოფიციალურ მიღებას დაესწრო

24 სექტემბერი 2024, 21:41 269 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატები დღეს გაიხსნა და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. გენერალური დებატების ფარგლებში, გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს 25 სექტემბერს მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში