ისრაელის საჰაერო შეტევა ლიბანზე

25 სექტემბერი 2024, 09:01 232 ნახვა

ისრაელის ჯარების შეტევის შედეგად ლიბანში დაღუპულთა რიცხვი 600-ს უახლოვდება. გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც.

ბენიამინ ნეთანიაჰუ კი ლიბანის მოსახლეობას იმ ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებს, სადაც მათ ჯარისკაცებს „ჰეზბოლაზე“ იერიში მიაქვთ.

ამასთან, ტერორისტულმა დაჯგუფებამ მათი ერთ-ერთი ლიდერის იბრაჰიმ მუჰამედ კუბასის სიკვდილი დაადასტურა.

პარალელურად მსოფლიო ლიდერები გმობენ ახლო აღმოსავლეთში ისრაელის ქმედებებს და ეს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზეც გაჟღერდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში