მხარდაჭერილი და სადავო ინიციატივები

25 მაისი 2016, 00:00 3831 ნახვა

უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე, უსკოს არჩევნების წესთან დაკავშირებით ირაკლი ჯაშის მიერ ინიცირებული პროექტი ჩავარდა, რაც შეეხება თემურ კახიძისა და პეტრე ზამბახიძის ინიციატივას დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, ალექსანდრე ჩიტიშვილი ერთადერთი დეპუტატი აღმოჩნდა, ვინც ცვლილებები დაიწუნა. საკითხზე მესამე სექტორის პოზიციები განსხვავებულია - ნაწილი მას დადებითად აფასებს, ნაწილი კი ინიციატივას ეჭვ ქვეშ აყენებს. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში