ციტრუსის ნერგების გაცემა

25 სექტემბერი 2024, 14:01 265 ნახვა

დაბა ჩაქვის სანერგე მეურნეობაში ციტრუსის ნერგების რეალიზაცია დაიწყო. მანდარინის, ფორთოხლის და გრეიფუტის ნერგების შეძენას  ფერმერები    სიმბოლურ ფასად, 4-ლარად შეძლებენ. 

ჩითილები ნაადრევი და სეზონური ჯიშების კატეგორიას მიეკუთვნება.

17 ათას 500 ნერგის რეალიზაცია უნდა მოხდეს. ჩითილების გაცემის პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოადგილე და აჭარის აგროსერვის ცენტრის დირექტორი დაესწრნენ.

ამბობენ, რომ პროგრამის მიზანია ციტრუსის  ბაღების განახლება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში