ბათუმის საბაგიროზე საევაკუაციო წვრთნები მიმდინარეობს

26 სექტემბერი 2024, 10:30 678 ნახვა
ბათუმის საბაგიროზე საევაკუაციო წვრთნები მიმდინარეობს, რის გამოც საბაგირო გზით სარგებლობა 11:00 საათამდე შეზღუდული იქნება.

"დაცულობის, კომფორტის მაღალი სტანდარტი და ხარისხი "არგოს" ერთ-ერთ შეუცვლელ მარშრუტად აქცევს, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის", - აცხადებენ საბაგიროს ადმინისტრაციაში.

დაგეგმილი წვრთნების შესახებ საბაგიროს ადმინისტრაციამ ინფორმაცია ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა.

წვრთნები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ჩანიშნეს. საევაკუაციო წვრთნები გეგმიურად ტარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში