31 წელი სოხუმის დაცემიდან

27 სექტემბერი 2024, 14:01 432 ნახვა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული თეიმურაზ ჯორბენაძე გაიხსენეს ქობულეთში. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, თეიმურ ჯორბენაძის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გმირის  საფლავი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

თეიმურაზ ჯორბენაძე 1993 წელს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპა.

ომის დასრულების შემდეგ თეიმურაზ ჯორბენაძის ცხედარს ოჯახი 25 წლის განმალობაში ეძებდა, მისი ნეშთი 2017 წელს სოხუმიდან გადმოასვენეს და ქობულეთში დაკრძალეს. მას მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში