31 წელი სოხუმის დაცემიდან

27 სექტემბერი 2024, 20:00 192 ნახვა

სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა. აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულთა მემორიალთან მთელი დღის განმავლობაში ხალხმრავლობა იყო, ქვეყნის პრემიერმა, უმრავლესობის წევრებმა, ოპოზიციამ და რიგითმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში