ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

27 სექტემბერი 2024, 20:39 239 ნახვა

ბათუმის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. კინოჩვენებები ხვალიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით კავეა გრანდმოლსა და ევროპის მოედანზე ღია ცის ქვეშ გაიმართება. კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ასევე 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25-ზე მეტი ქვეყნიდან.

მხატვრული, საკონკურსო და მოკლემეტრაჟიანი ფილმების გარდა ბიაფის კინოჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება დიდოსტატთა კოლექცია, სადაც მაყურებელი ცნობილი რეჟისორების ბოლო ნამუშევრებს იხილავს.

კინოფესტივალის  ერთერთ ყველაზე დიდ სექცია  ქართულ პანორამას დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც 14 ახალი ქართული ფილმის ჩვენება იგეგმება

.ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. წელს ბიაფის ფესტივალი, ერთერთი დამფუძნებლის, გიორგი გოგიბერიძის, გარეშე ჩატარდება, მის ხსოვნას სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში