10-დან 29 აპრილამდე პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა

10 აპრილი 2017, 00:00 2018 ნახვა

10-დან 29 აპრილამდე პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია იწყება. ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც არ ფლობენ ახალ მოწმობებს და პირველად იღებენ.

აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

საქართველოს 2 485 876-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს. აქედან ბოლო 4 წლის განმავლობაში 24 აქცია გამოაცხადა. შედეგად, 1 200 000-ზე  მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო. 

აქციის მიზანია ზუსტი საარჩევნო სიის ფორმირება. რაც უფრო მეტი მოქალაქე ფლობს ბიომეტრიულ დოკუმენტს, მით უფრო დაცულია პრინციპი  − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა!“ 

ამავე კატეგორიაში