აშშ-ში ქარიშხალმა ჰელენმა 43 ადამიანი იმსხვერპლა

28 სექტემბერი 2024, 11:59 205 ნახვა

ქარიშხალ ჰელენის შემდეგ დაიტბორა ფლორიდის შტატის ქალაქი სარასოტა. სტიქია რეგიონს გუშინ დაატყდა თავს, რომელმაც შტატში უხვი ნალექი გამოიწვია.  სარასოტის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოკადრებზე ასახულია  ტალახიანი წყლით დაფარული  მთავარი გზები, ტროტუარები და მაღაზიები, ძვირადღირებული ბუტიკები, რესტორნები და გალერეები.

43 ადამიანი დაიღუპა ძლიერი ქარიშხლის შედეგად, რომელმაც გამოიწვია ღვარცოფები, საფრთხე შეუქმნა  კაშხლებს და  4,6 მილიონზე მეტი ადამიანი  ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ფლორიდაში ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ 225 კმ/სთ-ს მიაღწია, მას შემდეგ ქარიშხალი „ჰელენი“ შესუსტდა და ახლა მისი დონე პოსტ-ტროპიკულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში