მრავალეროვნული სწავლება დასრულდა

28 სექტემბერი 2024, 12:05 187 ნახვა

მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება -  2024 დასრულდა. ღონისძიების ფარგლებში, ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა, სადაც ქართველმა, აზერბაიჯანელმა და თურქმა სამხედროებმა საინჟინრო განაღმვის, მოწინააღმდეგეზე იერიშის, სამედიცინო ევაკუაციისა და სხვა ამოცანები შეასრულეს. საველე წვრთნებში შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფიც მონაწილეობდა. საერთაშორისო სწავლება თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა.

სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ითვალისწინებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში