საინფორმაციო შეხვედრა რელიგიის მუზეუმში

28 სექტემბერი 2024, 12:35 363 ნახვა

ქართული ანბანის თავგადასავალი“ - თემაზე საჯარო ლექცია ჩატარდა.  შეხვედრა რელიგიის მუზეუმში გაიმართა და აუდიტორიას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა შორენა მახაჭაძემ ესაუბრა.  

ღონისძიებაზე ისაუბრეს ქართული ანბანის წარმოშობის თეორიებზე,  წერილობით წყაროებზე და ისტორიულ - ლიტერატურულ ცნობებზე.  ასევე, საუბარი შეეხო ფერეიდანსა და თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის ეროვნული თვითიდენტიფიკაციის პროცესში ქართული ენის, ანბანის მნიშვნელობაზე.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში