უკრაინამ 55 ათასი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა

28 სექტემბერი 2024, 12:43 206 ნახვა

უკრაინისს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რეესტრში, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 55 000 ადამიანია აღრიცხული. მათი უმეტესობა სამხედრო მოსამსახურეა. ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პერიოდულად, ამ სიაში მყოფთა გარდაცვალების ფაქტი დგინდება.

ერთიანი რეესტრი, სადაც უგზო-უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეთა შესახებ მონაცემების შეტანა დაიწყეს, უკრაინაში 2023 წლის მაისში ამოქმედდა. მაშინ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 ათასი უგზო-უკვლოდ დაკარგულის შესახებ განაცხადა. 2024 წლის ივლისში სამინისტრომ მონაცემები განაახლა და განაცხადა, რომ რეესტრში 42 ათასი უკრაინელია შეყვანილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში