ბათუმის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი დაიწყო

28 სექტემბერი 2024, 14:52 232 ნახვა

ბათუმის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო.   კინოჩვენებები დღეიდან  3 ოქტომბრის ჩათვლით კავეა გრანდმოლსა და ევროპის მოედანზე ღია ცის ქვეშ გაიმართება. კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ასევე 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25-ზე მეტი ქვეყნიდან.

მხატვრული, საკონკურსო და მოკლემეტრაჟიანი ფილმების გარდა ბიაფის კინოჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება დიდოსტატთა კოლექცია, სადაც მაყურებელი ცნობილი რეჟისორების ბოლო ნამუშევრებს იხილავს. კინოფესტივალის  ერთ-ერთ ყველაზე დიდი სექცია  ქართულ პანორამას დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც 14 ახალი ქართული ფილმის ჩვენება იგეგმება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში