ცეცხლის შეწყვეტის დროა-ბაიდენი

29 სექტემბერი 2024, 11:54 210 ნახვა

ისრაელისგან ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.  ჟურნალისტების კითხვაზე, გარდაუვალია  თუ არა ლიბანში ისრაელის სახმელეთო შეჭრა, ბაიდენმა განაცხადა, რომ ”ცეცხლის შეწყვეტის დროა”.   პრეზიდენტს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, უპასუხებს თუ არა შეერთებული შტატები წითელ ზღვაში ამერიკულ სამხედრო ხომალდებზე სარაკეტო თავდასხმებს. „ჩვენ ვპასუხობთ“-თქვა ბაიდენმა. ვაშინგტონის  ოფიციალური განცხადებით,   აშშ-ს საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდებმა წითელ ზღვაში ბაბ ალ-მანდაბის სრუტეში იემენელი ჰუსიტების მიერ გასროლილი  ჭურვების, რაკეტებისა და დრონების განეიტრალება შეძლეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში