ტრადიციული მრავალხმიანობის მეთორმეტე  საერთაშორისო სიმპოზიუმი

29 სექტემბერი 2024, 11:57 205 ნახვა

ტრადიციული მრავალხმიანობის მეთორმეტე  საერთაშორისო სიმპოზიუმი თბილისში - მასში მსოფლიოს 20 ქვეყნის 52 მეცნიერი მონაწილეობს, მათ შორის, 35 - უცხოეთიდან.  სიმპოზიუმი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუშინ  საზეიმოდ დაიხურა ერთი ხეობის ფოლკლორი - მარეთის კონცერტით. 

მანამდე უცხოური, ქართული სტუდენტური და ბავშვთა ანსამბლების კონცერტები ჩატარდა. წლევანდელი სიმპოზიუმის ფარგლებში შვეიცარიელი ეთნომუსიკოლოგისა და რეჟისორის ფილმის „ტრადიციის მიღმა“ და ბრიტანელ-გერმანელი რეჟისორის დან შატის ფილმის „დალი და მონადირე“ ჩვენებები გაიმართა .  

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში